ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 61 წლის მამაკაცმა 60 წლის ცოლი მოკლა.
1952 წელს დაბადებულმა ვალერი ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, 1953 წელს დაბადებულ ნანა ბ-ს თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნული მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული ვალერი ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დღესვე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.