„ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.კ. შემოვიდა. დათვალიერებისას, აღნიშნული მოქალაქის ხელჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნივთები: სამეული (ბეჭედი, წყვილი საყურე) - 6 ცალი; ბეჭედი - 7 ცალი, საყურე - 4 წყვილი, ჯვარი -1 ცალი, საერთო წონით 175.96 გრამი. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა საქონლის ღირებულება - 7480 ლარი.
ჩადენილი სამართალდარღვევის გამო, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.კ.-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7480 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები