„ტავ ჯორჯია", ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია "Georgia Airways"- ის (აირზენა), ბათუმი-მოსკოვის რეისის დაგვიანების გამო განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანიას ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით რეისი 17:50 საათზე უნდა შეესრულებინა. ბორტი რომელსაც მგზავრები უნდა გადაეყვანა, თბილისიდან დაგვიანებით 18:08 საათზე ჩაფრინდა და გაირკვა, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო, ის ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენას ვერ შეძლებდა.
„რეისამდე 1.5 საათით ადრე მგზავრებს უკვე გავლილი ჰქონდათ რეგისტრაცია და თვითმფრინავში ჩასხდომას სტერილურ ზონაში ელოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმის აეროპორტში მოქმედებს ე.წ.„Open Gate" სისტემა ყველა მგზავრს ჰქონდა საშუალება თავისუფლად გადაადგილებულიყო, ესარგებლა საპირფარეშოთი, კაფეთი და აეროპორტის ზემოთ ხსენებულ ზონაში არსებული სხვა ინფრასტრუქტურით.
21:15 საათზე, თბილისიდან ბათუმში ჩამოფრინდნენ „აირზენას" ტექნიკოსები, რომლებმაც შეაკეთეს დაზიანებული ბორტი და აღნიშნული რეისი 8 საათის დაგვიანებით, 00:20 საათზე მოსკოვის მიმართულებით გაფრინდა.