,,ფოთის პორტის'' საბაჟო გამშვები პუნქტზე ბრაზილიიდან იმპორტირებული 2196 კგ ვადაგასული, გაყინული ქათამი აღმოაჩინეს. ვადაგასული პროდუქტი ვეტერინარმა ოფიცერმა, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების განხორციელებისას აღმოაჩინა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, ვადაგასული საქონელი უკან გაბრუნებას ან განადგურებას ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები