10 აგვისტოს, „სადახლოს" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქე რ.ა. შემოვიდა. ბარგის დათვალიერებისას მოქალაქეს აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, კერძოდ: ყელსაბამი - 4 ცალი, სამაჯური - 1 ცალი, ჯვარი - 1 ცალი, ბეჭედი - 6 ცალი, საყურე - 1 წყვილი, სამეული - 2 ცალი, შესაკრავი - 3 ცალი, საერთო წონით 111,93 გრ.
საქონლის სატარიფო ღირებულებამ შეადგინა 4751,9 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე რ.ა.-ს დაეკისრა ჯარიმა 4751.9 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები