2013 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 2 მლნ. 797 ათასი 910 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება.
2013 წლის იანვარ-ივლისში, ევრო-პის ქვეყნებიდან საქართველოში 2 მლნ 685 ათას 170 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 96,0%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 27%-ით მეტია.
2013 წლის პირველ შვიდ თვეში, ამერიკიდან შემოსულია 18 ათას 27 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,6%). აღნიშნულ პერიოდში, აზიის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 64 ათას 280 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 2,3%), ახლო აღმოსავლეთიდან - 25 ათას 990 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,9%), აფრიკიდან - 3 ათას 130 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,1%), ხოლო დანარ-ჩენი მსოფლიოდან - 1 ათას 313 უცხოეთის მოქა- ლაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,1%). აღსანიშნავია, რომ ზრდა აღინიშნება აზიის, ასევე ევროპული ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შემოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, გასულ წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა აზიის ქვეყნებიდან, 27%-ით - ევროპული ქვეყნებიდან, ხოლო, 5-ჯერ ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რიცხვი