საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა „ბენიშ გრუპის" (Benish Group) წარმომადგენლებს შეხვდა.
ჰოლდინგი წარმატებით ოპერირებს მაღალი ტექნოლოგიების ბაზარზე და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. კომპანიის სურვილია, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე და მოიძიოს პარტნიორები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ სტუმრებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ჰოლდინგის წარმომადგენლებს დაეხმარებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შესახებ.