მთავარ პროკურატურასთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის", "წინააღმდეგობის მოძრაობის" და მედია-კავშირ "ობიექტივის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეები ქვეყნის მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილის თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, "საქართველოს ახლმა მთავრობამ ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციის პროცესი უნდა დაასრულოს".
"უკვე 10 თვეა ახალი ხელისუფლება გვყვავს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ. ისინი ფაქტობრივად, თავიანთი ქმედებებით ათეთრებენ ძველ ხელისუფლებას, იმ კრიმინალურ ხელისუფლებას, რომლიც დასაჭერია. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მართავს ამ გამაფრთხილებელ აქციას მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. რა თქმა უნდა, ასევე უნდა გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავჯმდომარეც", - განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალიანსის წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ.