ყოფილ პარლამენტარ თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდის იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
"სამეგრელოს ხმის" ლიდერს ბრალი ხულიგნობისა და იარაღის უკანონო შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 3-ე ნაწილით და 236-ე მუხლით წარედგინა, თუმცა იგი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს
236-ე მუხლის 3-ე ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვას, დამზადებას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვეაში, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
239-ე მუხლის 3-ე ნაწილი ხულიგნობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვვაში, თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ჯგუშიას მფლობელობაში არსებული ორი ცეცხლასროლი იარაღიდან ერთ-ერთის დოკუმენტებს ვადა ჰქონდა გასული, რის გამოც, იგი უკანონოდ ჩაითვალა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულ თენგიზ ჯგუშიასა და ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილე მერაბ ქვარაიას შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ცეცხლასროლი იარაღით სროლით დასრულდა.
ყოფლილი პარლამენტარის თქმით, მან თავდაცვის მიზნით გაისროლა, რადგან მერაბ ქვარაია მას თავს დაესხა.
ბრალდებულ თენგიზ ჯგუშიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა 12 აგვისტოსაა ჩანიშნული.