ტობავარჩხილის ხეობაში დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაცია დასრულდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, უწყების შესაბამისი სამსახურების ბრიგადემა 10 აგვისტოს დაკარგული ორი ახალგაზრდა უკვე იპოვეს.
"წალენჯიხის რაიონში სამშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ჩვენმა მაშველებმა მიაგნეს იმ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც იმყოფებოდნენ წალენჯის რაიონში მდებარე ჭითაგვალას მწვერვალთან ახლოს. ამ წუთებში ხდება მათი ტრანსპორტირება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთი მათგანი დაშავებულია", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
ცნობისთვის, გუშინდელი დღიდან დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების ავიაციაც იყო ჩართული. მაშველები ახალგაზრდების მოსაძებნად სავარაუდო წერტილებში ვერტმფრენებით გადაანაწილეს. ხეობაში, სადაც შესაძლოა, ორი დაკარგული ახალგაზრდა ტურისტი ყოფილიყო, სამაშველო ჯგუფები ოთხ ადგილზე ჩასვეს. დაკარგულებს ლუგელას მთებიდან ტობავარჩხილის მთების ჩათვლით, 70 კილომეტრიან პერიმეტრზე ეძებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამაშველო სამსახური ტობავარჩხილის და ლუგელას მთებში ტურისტებს 3 დღის განმავლობაში ეძებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი და მეგობარმა იგი მარტო არ დატოვა.
ტობავარჩხილის ხეობაში სულ 4 ახალგაზრდა იყო წასული. საკუთარი ძალებით სამშვიდობოზე გამოსვლა მხოლოდ ორმა მათგანმა შეძლო, რომელთაგან ერთს ხელი აქვს მოტეხილი.