აღმაშენებლის ხეივანში გვიან ღამით მშენებარე სავაჭრო ცენტრის შენობა ჩამოინგრა.
ინციდენტის შედეგად ორი მუშა დაშავდა. ნგრევა მაშინ მოხდა, როცა მუშები შენობის მესამე სართულზე ბეტონის საფარს ასხამდნენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 26 წლის გოჩა კუპრაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ტრავმები თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
27 წლის ალექსანდრე ტოკლიკიშვილმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
სავაჭრო ცენტრის ნგრევის მიზეზიები ჯერჯერობით უცნობია. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ელკაინი" აწარმოებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.