ჩინეთის ელჩმა ჩენ ჯიანფუმ საქართველოში თავისი მისია დაასრულა. დიპლომატი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანია მიიღო. შეხვედრისას ჩინეთის ყოფილმა ელჩმა დადებითად შეაფასა ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისი-აგარისა და ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო თანამშრომლობაც ასეთივე წარმატებული იქნება. როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოებს აღნიშნულ მონაკვეთებზე ჩინური კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
თავის მხრივ, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩენ ჯიანფუს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩინეთის ახალი ელჩი საქართველოში საქმიანობას აგვისტოს ბოლოდან შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები