შს აჭარის მთავრი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია აჭარაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლებს შეხვდა. თელიას განმარტებით, აღნიშნული საქმე შს მინისტრს პირად კონტროლზე ყავს აყვანილი და რეგიონში დამატებითი ძალები არის გამოძახებული.
„დღეის მდგომარეობით აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანყოფი. დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონრტოლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებულ ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გაირკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.
ამჯერად აქტიურად მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მობილიზებულია ყველა რესურსი, რაც კი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის მალე დადგეს შედეგი."- აცხადებს თელია.
მასალის გამოყენების პირობები