პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა კოხოძეს და ალექსანრე ბაბუნაშვილს 5-5 ათას ლარიანი, ხოლო თენგიზ ნასარაიას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული ლევან კორტავა ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, 23 მაისს გარდაიცვალა.