თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს.
ჩხუბი რესტორანში წუხელ მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა რესტორნის ინფრასტრუქტურა.
როგორც რესტორანში განმარტავენ, ჩხუბი თავდაპირველად სტუმრებს შორის დაიწყო, ხოლო ამის შემდეგ მათი გაშველება დაცვის თანამშრომლებმა სცადეს.
დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობა. ინციდენტთან დაკავშირებით საქმე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.