დღეს, 2 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თბილისის ოფისს ლიტვის კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ეწვევა.
შეხვედრის თემაა საქართველოსა და ლიტვის საჯარო რეესტრებს შორის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ლიტველ სტუმრებს გააცნობენ სააგენტოს საქმიანობას, გატარებულ რეფორმებს, ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს და ახალ ელექტრონულ სერვისებს.