მალე ავიაკომპანია "Georgia Airways"-ს ახალი ბორტგამცილებლები ეყოლება. კომპანიის ინფორმაციით, "Georgia Airways"-ი (აირზენა) აცხადებს კონკურსანტთა მიღებას ბორტგამყოლის ვაკანსიაზე. კონკურსის ძირითადი მოთხოვნების მიხედვით, ბორტგამცილებლობის კანდიდატის ასაკი ასაკი: 18 წლიდან 25 წლამდე უნდა იყოს, ხოლო სიმაღლე: 165 -180 სმ.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 15:00 - 18:00 საათებში.
კომპანიის ინფორმაციითვე, ბორტგაამცილებლობის კანდიდატებმა განაცხადები 16 აგვისტო აგვისტომდე უნდა წარადგინონ.