საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტქუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას განცხადებით, "თბილისში მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობისთვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება".
მინისტრის თქმით, "აღნიშნული მეტროსადგურის მშენებლობისთვის პროექტი უკვე მზადაა და მას თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივა არ სჭირდება".
"ამს არ სჭირდება გიგი უგულავას ინიციატივა, ეს ინიციატივა არის და პროექტიც მზად არის. ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა შეისწავლეს მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დასკვნა დადებითია. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი, აზიის განვითარების ბანკიდან შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილია და ეს მეტროსადგური აშენდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მეტროსადგურის მშნებლობის საკითხზე განცხადება ქალა თბილისის მერმა გიგი უგულავამაც გააკეთა. მისი თქმით, "6 თვეში თბილისში ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლების დამაკავშირებელ ხაზზე ახალი მეტროსადგურის დაკონსერვებული პროექტის მშნებლობა დაიწყება.
უგულავას ინფორმაციით, პროექტის დაფინანსების საკითხი აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გადაწყდება და სამუშაოების გეგმიურად წარმართვის შემთხვევაში, ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დედაქალაქის მაცხოვრებლები 2 წელში შეძლებენ.
„დღეს ჩვენი ამოცანაა მონიტორინგი გავუწიოთ რომ აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარე მოლაპარაკებები არ გაჭიანურდეს. თუ ყველაფერი ნორმალურად, სწრაფად წარიმართება, წესით და რიგით ჩვენ წლის ბოლოს უნდა დავიწყოთ სამუშაოები. სამუშაოებს დაახლოებით ორი წელი დასჭირდება და ორი წლის თავზე ჩვენ ახალ მეტროსადგურს მივიღებთ, რომელიც განსაკუთრებით ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მიმავალ სტუდენტებს მოემსახურება. სამწუხაროდ დღევანდელი მთავრობა ოპერატიულად, ეფექტურად და სწრაფად არ მუშაობს, რაც ბევრ პროექტს ეტყობა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.