9 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ვანის რაიონის სოფელ ყუმურში „ურალის" ტიპის 4 სატვირთო ავტომანქანა დააკავეს. წიფელის ჯიშის ხის, დაახლოებით 40 კუბური მეტრი მოცულობის, მორებით დატვირთული მანქანები, შესაბამისი ელ.ზედნადების გარეშე გადაადგილდებოდნენ. ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა. ჯარიმად თითოეული მანქანისათვის 5 ათასი ლარი განისაზღვრა. საჯარიმო თანხამ ჯამში 20000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტვირთის მფლობელი შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ კო. ლტდ"-თვის ეს ფაქტი სამართალდარღვევის მეორე შემთხვევაა.
სატვირთო ავტომანქანები და მათზე განთავსებული ტვირთი შემდგომი რეაგირებისა და ხის მოჭრის კანონიერების დადგენის მიზნით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის ცენტრალურ სამსახურს გადაეცა.