თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აღენიშნება. მას ასევე მიღებული აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებებიც.
მომხდარის მოტივი და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.