მარნეულში "ტაოპრივატბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკის მმართველის განცხადებით, მძარცველები ფილიალს დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე დაესხნენ თავს.
მისი თქმით, ძარცვაში ორი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, რომლებიც ბანკის შენობამდე მოტოციკლით მივიდნენ, ფილიალში იმ დროისთვის მყოფი ერთი თანამშრომელი - მოლარე ქალბატონი თოკებით გაკოჭეს და სალაროდან თანხა გაიტაცეს.
მძარცველების გადაადგილება ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა გარესათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს და აღნიშნულ ვიდეომასალას ამ დროისთვის სამართლალდამცველები შიფრავენ.
ჯერ ჯერობით უცნობია გატაცებული თანხის ოდენობა და იგი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.