შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბულვარის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა, სარეგისტრაციო ნომრის თვალსაჩინო ადგილზე აღნიშვნის გარეშე და დღე-ღამის ბნელ დროს ზღვაში გასვლა) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე გიორგი გელაშვილი.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.