მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ, 2013 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია სად-ის N14 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე ივერი მიხეილის ძე გოგიბერიძე. 
გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივერი გოგიბერიძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
         ბრალდება, დადსტურების შემთხვევაში, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები