მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო სეიშელის კუნძულებზე მდებარეობს. North Island Lodge-ში ღამის გათევა 5843 დოლარადაა შესაძლებელი. სასტუმროში მოხვედრა კუნძულ მაედან ვერტმფრენითაა შესაძლებელი და კუნძულიდან სასტუმროში ვერტმფრენის ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია. უნდა აღინიშნოს, რომ North Island Lodge-ის სასტუმრო ნომრის ღირებულების შემდეგ, ძვირადღირებულად ფიჯიში, Laucala-ის სასტუმრო ნომერი ითვლება, სადაც ღამის გათევა 5040 დოლარადაა შესაძლებელი.
ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების რეიტინგი ასეთია:
1. North Island Lodge (სეიშელის კუნძულები) - 5843 დოლარი (ღამე)
2. Laucala (ფიჯი) - 5040 დოლარი (ღამე)
3. Khwai River Lodge (ბოტსვანა) - 4060 დოლარი (ღამე)
4. Savute Elephant Camp (ბოტსვანა) - 4020 დოლარი (ღამე)
5. Eagle Island Camp (ბოტსვანა) - 3970 დოლარი (ღამე)
6. Singita Grumeti (ტანზანია) - 3570 დოლარი (ღამე)
7. King Pacific Lodge (კანადა) - 3249 დოლარი (ღამე)
8. Mnemba Island Lodge (ტანზანია) - 3100 დოლარი (ღამე)
9. Hotel Cala di Volpe (იტალია) - 2939 დოლარი (ღამე)
10. Queen Charlotte Lodge (კანადა) - 2800 დოლარი (ღამე)