„რუსეთთან ურთიერთობები ძალიან გვეძვირფასება და მათ მხოლოდ გავამყარებთ", - აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექანდრე ანქვაბი „გოლოს როსიისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
„ამ ურთიერთობებს ხშირად უწოდებენ მოკავშირულს და სტრატეგიულს. ჩვენ კი ყველაზე ხშირაც მათ ძმურს ვუწოდებთ, რომლებიც მხოლოდ გამყარდება.
რუსეთი ჩვენ ყოველთვის გვეხმარებოდა, 2008 წლამდეც და მერეც. ეს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაა, ჩვენი პენსიონერები უკვე მრავალი წელია იღებენ რუსეთის პენსიას და მის შესახებ ძალიან თბილად საუბრობენ. ისინი დიდი პატივისცემით საუბრობენ ქვეყანაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მათ სერიოზულად დაუდგა მხარში", _ აცხადებს ანქვაბი.
მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორიცაა.