მიმდინარე წლის 5 მაისიდან „ისტორიულ სამშობლო"-აფხაზეთში სირიდან 474 ადამიანია დაბრუნებული. სულ 148 ოჯახი. მათ შორის, 248 - მამაკაცი, 226 - ქალი, 67 - ექვს წლამდე ბავშვი და 105 - ექვსიდან თვრამეტ წლამდე ბავშვი. ინფორკაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათგან 59 ადამიანი საპენსიო ასაკისაა.
დაბრუნებულთა უმრავლესობა შერეული აფხაზურ-ადიღური ოჯახია.
დღესათვის, აფხაზური მედიის ინფორმაციით, მუდმივი საცხოვრებლით 32 ოჯახია უზრინველყოფილი.
სოხუმში - სამი ბინა და ერთი სახლი. სოხუმის რაიონში - ერთი სახლი. გულრიფშის რაიონში - ერთი სახლი. დრანდის დასახლებაში - ოცი ბინა და ერთი სახლი. ოჩამჩირის რაიონში 2 სახლი. გუდაუთის რაიონში 3 სახლი.