8 აგვისტოს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ლაგოდეხის, ფაღავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ლესელიძის, აფხაზის, დიუმას, პუშკინის და ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, გორის და ეგნატე ფიფიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს და პეკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოდრიშვილის, ზაქარაიას, თვალჭრელიძის და კახიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
08 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხვანჭკარის, ჟღენტის, ტყიბულის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, პუშკინის, ვაჩნაძის და გუდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.