ხვალ, 2 მარტს, 14:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-3 შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მალხაზ აკიშბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნოდარ კერესელიძე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.