ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა დღეს ცხინვალში მოწყობილ პრესკონფერენციაზე საქართველოს მხრიდან სამხედრო პროვოკაციების განხორციელება არ გამორიცხა.
მისი თქმით, საქართველო თავისი სამხედრო პოტენციალის ზრდას განაგრძობს. „სწორედ ეს ხდებოდა საქართველოს შემოჭრის წინ სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში. ამიტომაც ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს უნდა დავაკვირდეთ",_ განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ საქართველოში იქ ცხოვრობდდნენ 5 წლის წინათაც და დღეს როდესაც ყველა მათგანი სააკაშვილს აკრიტიკებს, მაშინ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არავის არ გაუპროტესტებია.
მასალის გამოყენების პირობები