საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის და ბიუჯეტი ყველა სოციალურ ვალდებულებას დააფინანსებს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ფინანსთა, ეკონომიკის და რეგიონული განვითარების მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის და ბიუჯეტი ყველა სოციალურ ვალდებულებას დააფინანსებს, მათ შორის პირველი სექტემბრიდან დაგეგმილ პენსიების გაზრდის პროგრამასაც.
"მე ვისაუბრე ძირითადად საბიუჯეტო პარამეტრებზე. პარლამენტის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ბიუჯეტში არანაირი პრობლემა არ არის და ბიუჯეტი დააფინანსებს ყველა სოციალურ ვალდებულებას და მათ შორის გაზრდილ ვალდებულებას. პირველი სექტემბრიდან იცით, რომ პენსიები კიდევ ერთხელ იზრდება წელს უკვე მეორედ. საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ზოგადად საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში არანაირი პრობლემები არ არის,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.