რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული პროფკავშირების მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა.
გაერთიანებული პროფკავშირების წევრებმა და სხვადსხვა პროფესიის რამდენიმე ათასმა წარმომადგენელმა ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყვეს.
მიტინგის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს.
მომიტინგეების მოთხოვნები, ძირითადად, მოქმედ შრომით კოდექსს, სამსახურიდან უკანონო დათხოვნებს, უსაფუძვლო ჯარიმებს და სამსახურიდან დათხოვნის მუქარას, ასევე სხვადასხვა სახის დარღვევას უკავშირდება.