"ქვეყნის ეკონომიკაში არანაირად არ არის კატასტროფული მდგომარეობა", ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ფინანსთა, ეკონომიკის და რეგიონული განვითარების მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"დაბალი მონაცემები კონკრეტული შედეგბითაა გამოწვეული. ეს შედეგები არის როგორც დავუშვათ, შიდა, ასევე გარე შედეგები. ამაზე გვქონდა საუბარი. არანაირად არ არის კატასტროფული მდგომარეობა. მომავლის პერსპექტივა არის საკმაოდ დადებითი. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულწილად გადავიდეს ჯანსაღ ოპონირებაში და ეს დააბულობის ფონი მოიხსნას,"- განაცხადა გიორგი კვიიკაშვილმა.