"დეპუტატებმა დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან მიიღეს გარანტიები, რომ წლის ბოლომდე ყველა ვალდებულება შესრულდება", ამის შესახებ უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებსა და ეკონიმიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები შესრულდება და ყველა ვალდებულება, რაც სახელმწიფოს გააჩნია მოქალაქეების მიმართ თუ სხვა საპროექტო ვალდებულებები, წლის ბოლომდე შესრულებული იქნება. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ რა ახალი ინვესტიციები იგეგემბა და რა პროცესშია ეს პროექტები და უახლოეს ხანებში ამ თვალსაზრისით სერიოზულ გააქტიურებას ველით,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.