საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის" სასაქონლო ოპერაციების განყოფილების თანამშრომლებმა, საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, სატვირთო ტერმინალ „ლასარეს" ტერიტორიაზე შეაჩერეს 1 000 ცალი, სავარაუდოდ, კონტრაფაქციული, მობილური ტელეფონი „NOKIA 1200". მობილური ტელეფონების საერთო ღირებულება 5 789,35 ლარია.
"NOKIA"-ს სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" ბრძანების მიხედვით. აქედან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია მობილური ტელეფონების შეჩერებასთან დაკავშირებით წერილობით ეცნობა საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს.
მასალის გამოყენების პირობები