პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრების დახურული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებისათვის კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ დეპუტატებმა მას ყველა ის შეკითხვა დაუსვეს, რაც ეკონომიკას და მის გაუმჯობესებას შეეხება.
"გავაკეთეთ სამომავლო პროგნოზები, განვიხილეთ საბიუჯეტო მდგომარეობა. ასევე საკმაოდ საინტერესო კითხვები ჰქონდათ მაჟორიტარ დეპუტატებს თავიანთ რაიონების განვითარებასთან დაკავშირებით. შევთანხმდით უფრო მჭიდრო კორდინაციაზე, რადგან ერთობლივად ვიმოქმედოთ. პოლიტიკური დაძაბულობა უნდა გადავიდეს ჯანსაღ ოპონირებაში, რადგან მოიხსნას ეს დაძაბულობის ფონი, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის თავისუფლების ხარისხითვის,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ფინასთა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.