საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება უკრაინელ ტურისტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონახულებისგან თავის შეკავებას ურჩევს. განცხადება ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მანამ ვიდრე ტერიტორია ოკუპირებულია, მე არც ტურისტებსა და არც ჟურნალისტებს ამ ტერიტორიების მონახულებას არ ვურჩევ, იმიტომ, რომ ეს ჩემი სუვერენული ქვეყნის მიმართ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ელჩმა.