საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, "რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებებზე გაცილებით სახიფათო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სულისკვეთებაა".
ამის შესახებ ბობოხიძემ დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დიმიტრი მედვედევის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.
"მედვედევის განცხადებაში ჩემთვის არაფერი ახალი და უცხო არ არის. ჩემთვის გაცილებით უფრო სახიფათოა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სულისკვეთება, რომელიც არის დამთმობლური და რომელიც არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. მედვედევი ჩვენი ხელისუფლების შემხედვარე ყველაფრის უფლებას მისცემს თავის თავს,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.