მერაბ ტურავას, ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილისა და მურმან ისაევისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პაალატის ყოფილი მოსამართლეების უფლებამოსელების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
კომიტეტმა ყოფილი მოსამართლეების საქმის შესწავლა გასული წლი ნოემბრიდან დაიწყო. ისინი კომიტეტის მიერ დასკვნის მიღებას ითხოვენ და თავიანთ უფლებებში აღსადგენად იბრძვიან.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეების მიმართ 2005-2006 წლებში წინა ხელისუფლების მიერ დევნა განხორციელდა. როგორც ბესელია ამბობს, ყოფილ მოსამართლეებზე დევნის ფაქტი ვენეციის კომისიის დასკვნაშიც დასტურდება.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი მის მიერ მომზადებულ დასკვნას ბიუროსა და პარლამენტს გადაუგზავნის.