ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აცახდებს, 2010 წლის განმავლობაში ყველა დევნილი დაპირებულ კომპენსაციას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება სუბელიანმა დღეს პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
საბჭოს სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილების კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნით იქნა მოწვეული.
როგრც ბაღათურია აცხადებს, მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად კომპენსაციის საკითხი კვლავ პრობელმად რჩება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ახალგორიდან დევნილი მოსახლეობისათვის. ამ საკიხთან დაკავშირებით კი მსჯელობა დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გაიმართა.
კობა სუბელიანი კი აცხადებს, რომ კომპენსაციების გაცემის პრობლემა არ არსებობს და კომპენსაციას ყველა დევნილი მიიღებს. მისი თქმით სამინისტროში შექმნილია საგანგებო კომისია რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. კომისია დაიბარებს ყველა დევნილს, რომლებსაც აღნიშნული პრეტენზია გააჩნიათ. შეავსებინებენ განცხადებს, განიხილავენ მათ საკითხს გადაწყვეტილებას თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ცალ ცალკე მიიღებს დააკმაყოფილოს თუ არა მათი მოთხოვნილება.
აღსანიშნავია რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს მეორე არხის ეთერში 22:00 საათზე ჯონდი ბაღათურია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსთან ვალერი კოპალეიშვილთან ერთად იმჯსელებს.