უკრაინაში, ღამის კლუბში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამჟამად უკრაინელი სამართალდამცავები მამაკაცს ეძებენ, რომელმაც სასიკვდილო დარტყმა მიაყენა საქართველოს 31 წლის მოქალაქეს,რომელიც ქალაქ როვნოს ერთ -ერთ ღამის კლუბში ისვენებდა.
საქართველოს მოქალაქე ღამის კლუბში ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
„ბიჭებს შორის დავა წარმოიქმნა, რომელიც ჩხუნში გადაიზარდა. ხმაურიან კომპანიას დაწესებულების დაცვა მიუახლოვდა და კონფლიქტში ჩაერია. დაცვამ ისინი ქუჩაში გაიყვანა. თუმცა ისინი არ დამშვიდდნენ და ახლა ჩხუბი უკვე დაცვის წევრებთან განაგრძეს", _ აცხადებს ქალაქის მილიციის განყოფილების თანამშრომელი ნადეჟდა იურჩუკი.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა მოჩხუბარმა უცბად დანა ამოიღო და დაცვის წევრს სახე დაუსერა.
„ამის შემდეგ, ჩხუბის ერთ ერთმა მონაწილემ უცხოელს თავში ძლიერად ჩაარტყა. საქართველოს მოქალაქე დაეცა და მეტი არ ამდგარა. მამაკაცებს შეეშინდათ და იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ის მიღებული ტრავმისგან მეორე დღეს გარდაიცვალა", _ წერს „გაზეტა.უა".
„მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობას ვადგენთ", _ აცხადებს ქალაქის მილიციის სამმართველოს უფროსი რუსლან მელნიკი. მისივე ინფორმაციითმ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობისა და გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით.