შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ურეკის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის ( პლაჟის საზღვაო აკვატორიის საზღვართან 100 მეტრის მანძილით მიახლოვება) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს სომხეთის მოქალაქე LEVON M.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.