როსტოვის ოლქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით ჯანგიძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ჯანგიძე კრიმინალურ წრეებში „დატო კრასნოდარსკის" ზედმეტსახელადაა ცნობილი. აღსანიშნავიამ რომ ამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯანგოძე სამართალდამცავებმა ერთხელ უკვე დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებაში ყოფნის გამო ორი დღეღამით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ჯანგიძე როსტოვილ ოლქში ე.წ. ქურდული შეკრების გამართვის ორგანიზებისათვის ჩავიდა. ასევე ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ მისმა ოპონენტმა მერაბ ჯანგველაძემ როსტოვსა და კრასნოდარის მხარეში ახალი ე.წ. მაყურებლები დანიშნა. კუბანი - ჯანგიძეს მისცეს. იგი ე.წ. ქურდად მიმდინარე წლის ივნისში თურქეთში გამართულ შეკრებაზე „აკურთხეს".