შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ნაპირიდან დაშორების მანძილის უგულებელყოფა) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე რეზო გოხიძე.
აღნიშნულ პიროვნებას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.