რუსთავის #16 საპყრობილეში მყოფი პატიმრის, გიორგი ხურციძის მამა იაშა ხურციძე აცხადებს, რომ რუსთავის საპყრობილეში პატიმრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. იაშა ხურციძე საპყრობილის პრობლემებზე ინფორმაციი მისაწოდებლად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს.
ხურციძის თქმით, 22 ივლისს მისმა შვილმა ციხეში პირი ამოიკერა და სასქესო ორგანო სკამზე მიიჭედა.
„მოვითხოვ ჩემს შვილს ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხოს, რადგან ის წვრილმანი ხულიგნობისათვის არის დაკავებული. რუსთავის საპყრობილეში პატიმრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. გუშინ პატიმარმა ლევან კუტალაძემ ვენები გადაიჭრა. ეკა ბესელიასთან მინდა შეხვედრა, რომ მდგომარეობა პირადად გავაცნო," - ამბობს იაშა ხურციძე.