ამიერიდან „ნატახატრის" ლუდისა და ლიმონათის შეძენა მომხმარებელს 0,33 ლიტრიანი შეფუთვითაც შეეძლება. როგორც „ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი განმარტავს, ახალი შეფუთვის გამოშვება აღნიშნულ პროდუქციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ამიტომაც მათი ჩამოსხმა 0,33 ლიტრის თუნუქის შეფუთვაში გადაწყდა.
ნიკოლაიშვილის თქმით, შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ადგილების ზრდას, ასევე საექსპორტო ქვეყნებში პოზიციების გამყარებას.
„ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთი შეფუთვით ლუდის დალევა უფრო სასიამოვნოა, რადგან მას აქვს სიგრილის ეფექტი.. ასევე დალევას ასეთი პორციიდან ასწრებ მანამ ვიდრე ლუდი ცივია. რაც შეეხება ფასს, ის მომხმარებლისთვის 1 ლარი ეღირება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ დაინერგოს ამ ტიპის შეფუთვის მოხმარების კულტურა. გაიზარდოს იმ ადგილთა არეალი სადაც ხდება ლუდის მოხმარება. ჩვენ გვინდა რომ ამ საფასო სეგმენტშიც ვიყოთ წარმოდგენილები. ჩვენთვის აქამდე ყველაზე დაბალი შეფუთვა იყო 0.5 ლიტრი, თუმცა ამ მოცულობით ამ საფასო სეგმენტში ვერ ვიქნებოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევდა კომპრომისი გაგვეკეთებინა ხარისხზე. თუმცა ასეთი ტიპის კომპრომისის გაკეთებას კომპანია არ აპირებს. გამოსავალი იყო ის, რომ გამოგვეშვა 0,33 ლიტრიანი შეფუთვა. ჩვენი კომპანიის პოზიცია არის ასეთი, რომ ხარისხს აქვს თავისი ფასი"- აცხადებს ნოკოლაიშვილი.
რაც შეეხება ლიმონათს 0,33 ლიტრიანი შეფუთვით 50 თეთრი ეღირება და მას აქციის ხასიათი ექნება. „ნატახტარის" ინფორმაციით, 50 თეთრი არის აქციის ფარგლებში 0,33 ლიტრიანი შეფუთვის ღირებულება და აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე მომხმარებელი ამ ტიპის შეფუთვას არ მიეჩვევა. ხოლო რაც შეეხება ლუდის ფასს, ის აქციის გარეშეა და შესაბამისად მისი ღირებულება მუდამ 1 ლარი იქნება.
„ნატახტარს"0,33 ლიტრიანი შეფუთვით მხოლოდ მსხლის ლიმონათი ქონდა გამოტანილი ბაზარზე, თუმცა არსებულ ასორტიმენტს უკვე ტარხუნისა და საფერავის ლიმონათიც დაემატა.
აღსანიშნავია, რომ „ნატახტარი" ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანიაა და ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია. ამაზე მეტყველებს მისი აქტუალურობა და ინოვატორობა, პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. ნატახტარის პროდუქციის ექსპორტირება 16 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, კვიპროსი და სხვა. 2010 წლიდან „ნატახტარმა" პროდუქციის გაყიდვები ესპანეთსა და თურქმენეთშიც დაიწყო. ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით, 50 პროცენტით გაიზარდა, რაც არსებული ბაზრების გაფართოებით და ახალ ბაზრებზე შესვლით აიხსნება. ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიმონათზე. მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო ბ აზრებს შორის აზერბაიჯანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ ქვეყნისთვის სპეციალური სარეკლამო სტრატეგიაც შემუშავდა.
ნატახტარის ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. ნატახტარის ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მერვე წელია მისი რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს. დღესდღეობის, კომპანია მომხარებელს 10 არომატის ლიმონათს სთავაზობს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი.