ქსნის #15 სასჯელაღსრულების წესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა კახა ხ-მ შიმშილობა შეწყვიტა. კახა ხ-მ, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, (პირი და ქუთუთოები ამოიკერა) პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას განცხადებით დაუდასტურა.
ამჟამად, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში 2 მსჯავრდებული რჩება, რომელიც შიმშილობას კვლავ განაგრძობს.