ზუგდიდში მცხოვრები ჩარგაზიების ოჯახი უკვე მეცხრე დღეა, ლილოს ბაზრობაზე დაკარგულ 24 წლის თეონა ჩარგაზიას ეძებს.
თეონა ჩარგაზიას დის, თამთა ჩარგაზიას განცხადებით, მისი და თბილისში ლილოს ბაზრობაზე ყოფნის დროს გაუჩინარდა და მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა დაკარგულის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ამასთან, ჩარგაზიას დის განცხადებით, გაუჩინარებისას თეონა ჩარგაზიას მხოლოდ 10 ლარი გააჩნდა, რაც მისი გატაცების ან გაუჩინარების ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.
"ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ერთად ვიყავით. მაღაზიაში შევედით და იგი უეცრად მაღაზიიდან გავიდა, გაუჩინარდა და უკვე მეცხრე დღეა ვერსად ვპოულობთ. ყველგან ვეძებეთ, მთელი ბაზრობის ტერიტორიაზე, სამართალდამცველებსაც მაშინვე შევატყობინეთ, თუმცა მისი ძებნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა,"- განაცხადა თამთა ჩარგაზიამ.