ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადწყვეტლებით, პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს - ალეკო ბაბუნაშვილს, გიგა კოხოიძეს და თენგიზ ნარსიას, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ.
სამივე ბრალდებული გეგუთის #14 სასჯელაღსულების დაწესებულების თანამშრომელია და მათ ბრალი ბრალად სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე გახსნილად 2 აგვისტოს გამოაცხადა.
"გამოძიებით რამდენიმე პირის ბრალეულობა დადასტურდა, რის შედეგადაც სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის დააკავეს სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი; სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის - სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას. ასევე, დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან 2013 წლის 7 ივნისს გათავისუფლდა. იგივე ბრალდება წარედგინათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან,"- ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების გეგუთის დაწესებულების პატიმარი ლევან კორტავა მის მიმართ განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, 23 მაისს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.