ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ენერგოპროჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობაში ქუთაისის ხელმძღვანელობასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვდება.
კომპანიის ხელმძღვანელობა მინისტრს იმერეთის რეგიონში განხორციელებული საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ხოლო გამგებლები თავიანთ მუნიციპალიტეტებში გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ისაუბრებენ.
„ენერგოპროჯორჯია" მინისტრისათვის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც გეგმავს.