1993 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 7365 ე.წ. რეპატრიანტი „დაბრუნდა" - განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან გამართულ თათბირზე გაკეთდა.
ე.წ. რეაპტრიაციის კომიტეტის თავმჯდომარის ხრიპს ჯოპუას ანგარიშის მიხედვით: „რეპატრიაციის კომიტეტის მონაცემებით 1993 წლიდან აფხაზეთში 7365 ადამიანი დაბრუნდა. მათ შორის თურქეთიდან 4262 რეპატრიანტი, რუსეთიდან 2500, სირიიდან 531. დანარჩენი სხვა და სხვა ქვეყნებიდან".
აფხაზური მედიის ინფორმაციით ე.წ. რეპატრიანთა უმეტესი ნაწილი გულრიფშის რაიონში ცხოვრობს. 2005 წლიდან მათთვია გამოყოფილია 90 სახლი და მათ საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები. 279 რეპატრიანტს მიწის ნაკვეთი გამოეყო.
თათბირზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აფხაზეთში ჯერ კიდევ სასტუმროებში მცხოვრები ე.წ. რეპატრიანტებისათვის საცხოვრებელი სახლების გამოყოფის განმარგულება გასცა და ამისათვის ე.წ. შესაბამის ორგანოებს ვადად 10 დღე დაუსახელა.
„10 დღის შემდეგ მინდა თქვენგან პასუხები მოვიდმინო", _ განაცხადა ანქვაბმა.